ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანის „აბსურდული“ პირობები


ვაშინგტონი თავის მხრივ ფხენიანისგან ბირთვული პროგრამის შეწყვეტას ითხოვს

ჩრდილოეთ კორეა გაეროს სანქციების მოხსნას და ამერიკკულ-სამხრეთ კორეული სამხედრო წვრთნების შეწყვეტას ითხოვს, ვიდრე ვაშინგტონს მოლაპარაკებების დაწყებაზე თანხმობას განუცხადებს. ეს პირობა დღეს ჩრდილოეთ კორეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტმა წამოაყენა. თავდაცვის კომიტეტი ჩრდილოეთ კორეაში უმაღლეს სამხედრო ორგანოდ ითვლება. თუმცა ვაშინგტონი თავის მხრივ ფხენიანისგან ბირთვული პროგრამის შეწყვეტას ითხოვს, ვიდრე მოლაპარაკების დაწყებას დათანხმდება. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფხენიანის მოთხოვნებს „აბსურდული“ უწოდა.
XS
SM
MD
LG