ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის მუქარა


ფხენიანი სეულში ახლახან გამართული საპროტესტო აქციის წინააღმდეგ გამოდის

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთის მიმართ ახალი მუქარა გაავრცელა. ფხენიანი სეულში ახლახან გამართული საპროტესტო აქციის წინააღმდეგ გამოდის, რომელსაც ის ქვეყნის ლიდერთა ღირსების შეურაცხყოფად მიიჩნევს.

ფხენიანის სამხედრო ხელმძღვანელობა იმუქრება, რომ სამხრეთის წინააღმდეგ „დაუყოვნებლივ“ ქმედებას დაიწყებს, თუკი ის ბოდიშს არ მოიხდის ორშაბათს გამართული დემონსტრაციების გამო, რომელზეც ჩრდილოეთ კორეის ლიდერთა ფიტულები სახალხოდ დაწვეს. დღევანდელი მუქარა არაფრით გამოირჩეოდა ტრადიციული განცხადებებისგან და ჩვეულ აგრესიულ და მწავავე ტონს შეიცავდა.
XS
SM
MD
LG