ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წვრთნები კორეის ნახევარკუნძულზე


ოფიციალური პირების ცნობით, მანევრები დღეს ქალაქ პოჰანგის სიახლოვეს დაიწყო

სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები კორეის ნახევრკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ.

ოფიციალური პირების ცნობით, წვრთნები დღეს ქალაქ პოჰანგის სიახლოვეს დაიწყო. მანევრები მოიცავს ოპერატიულ ტრენინგს, წყალქვეშა ნავების აღმოჩენას და დევნას, საჰაერო და საზღვაო და ანტისარაკეტო ბრძოლების წარმოებას.

სამხრეთ კორეის მხრიდან წვრთნებში 10 ხომალდი მონაწილეობს. შეერთებული შტატები კი წყალქვეშა ნავით და მისი რაკეტმზიდი ხომალდით არის წარმოდგნელი.
XS
SM
MD
LG