ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კინზინგერი შემდეგ არჩევნებზე კენჭს აღარ იყრის


რესპუბლიკელმა კანონმდებელმა ადამ კინზინგერმა, რომელიც კონგრესმენთა იმ მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნება, ვინც მაშინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი, განაცხადა, რომ 2022 წელს, შემდეგი ვადით არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. კინზინგერმა ინფორმაცია სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" გამოაქვეყნა.

კონგრესმენმა ილინოისიდან, რომელმაც რესპუბლიკური პარტიის მმართველობა გააკრიტიკა და 6 იანვრის მოვლენების გამოძიების კომიტეტს შეუერთდა, ამავე ვიდეო განცხადებაში მწუხარება გამოთქვა საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების გამო.

კინზინგერი ბოლო რესპუბლიკელი კანონმდებელია, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.

დონალდ ტრამპი ისტორიაში პირველი ამერიკელი პრეზიდენტია, რომლის იმიჩმენტი კონგრესმა ორჯერ მოახდინა. საბოლოო ჯამში, ის რესპუბლიკელებით დომინირებულმა სენატმა გაამართლა.

ადამ კინზინგერი ამ დროისთვის აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა, კონგრესმენ ჯერი კონოლისთან ერთად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG