ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი კიმ ჩენ ირის შვილს უჭერს მხარს


ჩინეთი კიმ ჩენ ირის შვილს უჭერს მხარს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ჩრდილოეთ კორეის ახალ ხელისუფლებას „მშვიდობის გზაზე“ დადგომისკენ მოუწოდებს. კლინტონმა ეს განცხადება ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ გააკეთა. კლინტონმა იმედი გამოთქვა, რომ ფხენიანი შეეცდება გამოასწოროს ურთიერთობები მის მეზობლებთან და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს. ჩრდილოეთ კორეის უახლესმა მეზობელმა და მოკავშირემ -ჩინეთმა მზადყოფნა გამოთქვა ხელი შეუწყოს კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის და სტაბილურობის გამტკიცებას. ფხენიანის საკითხზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლაპარაკებები გამართა ამერიკელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებთან. ჩინეთმა ასევე განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ჩრდილოეთ კორეის სათავეში კიმ ჩენ ირის შვილის -კიმ ჩენ ინის მოსვლას.

“პეკინს სჯერა, რომ ჩრდილოეთ კორეელი ხალხი მჭიდროდ გაერთიანდება და დაირაზმება მმართველი შრომის პარტიის გარშემო, რომელსაც სათავეში ამხანაგი კიმ ჩენ ინი უდგას,“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლიუ ვემინმა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა სამხრეთ კორეამაც.

XS
SM
MD
LG