ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიმ ჩენ ირი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა


კიმ ჩენ ირი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 69 წლის კიმ ჩენ ირი სპეციალური მატარებლით მგზავრობის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა.

კორეის ახალი ამბების სააგენტოს განცხადებით სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ფიზიკური და გონებრივი მუშაობისგან გამოწვეული გადაღლილობა იყო.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერს 28 დეკემბერს დაკრძალევენ ფხენიანში. გლოვის დღეები 17-დან 29 დეკემბრამდე გაგრძელდება.

კიმ ჩენ ირი ხელიუფლების სათავეში მისი მამის კიმ ერ სენის გარდაცვალების შემდეგ მოვიდა 1994 წელს.

კიმ ჩენ ირი ისტორიაში დარჩება, როგორც საერთაშორისო საზოგადოებასთან დაპირისპირების და ფხენიანის ბირთვული პროგრამის ინიციატორი, მაშინ როდესაც ჩრდილოეთ კორეელები შიმშილისგან იტანჯებოდნენ.

შარშან ბატონმა კიმმა უმცროსი ვაჟი კიმ ჩენ ინი ოთხ ვარსკვლავიან გენერლად დანიშნა, რომელიც მსოფლიოში ერთადერთი კომუნისტური დინასტიის მესამე თაობის წარმომადგენელია. ის ამჟამად 28 წლის არის და ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით ხალხის ახალი ბელადი უნდა გახდეს.

ჩრდილოეთ კორეელებისთვის ბელადის სიკვდილი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ხალხი ქუჩაში ტირილისგან ვერ იკავებდა თავს.

XS
SM
MD
LG