ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეკინში ჰაერის დაბინძურების დონე მაღალია


პეკინში ჰაერის დაბინძურების დონე მაღალია

ჩინეთის დედაქალაქის ჰაერის დაბინძურების ხარისხი საკმაოდ მაღალია.

ჩინეთის დედაქალაქ პეკინის ხელისუფლება ჰაერის ხარისხის შესახებ უფრო დეტალური მონაცემების გამოქვეყნებას აპირებს. ამის შედეგი კი საზოგადოების უკმაყოფილებაა, რომლის მიხედვითაც მთავრობა დაბინძურების პრობლემის მიჩქმალვას ცდილობს. ჩინეთის დედაქალაქის ჰაერის ხარისხი 10 მიკრომეტრით განისაზღვრება. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ყურადღება არ ექცევა უამრავ პატარა ნაწილაკს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.

შარშან როდესაც პეკინი სქელმა სმოგმა დაფარა და მრავალი საჰარეო რეისი გადაიდო, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჰაერი მხოლოდ მცირედით იყო დაბინძურებული. თუმცა, პეკინში ამერიკის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ჩინეთის დედაქალაქის ჰაერის დაბინძურების ხარისხი საკმაოდ მაღალია.

XS
SM
MD
LG