ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის მთავრობა ადამიანის უფლებების შესახებ


ჩინეთის მთავრობა ადამიანის უფლებების შესახებ
ჩინეთის მთავრობა ადამიანის უფლებების შესახებ

ჩინეთი ადამიანის უფლებების სფეროში გატარებულ საქმიანობას იცავს, მას შემდეგ რა პრო-დემოკრატიის აქტივისტებს პეკინმა მკაცრი სასჯელი შეუფარდა.

სკეპტიკოსების განცხადებით, ჩინეთში ადამიანის უფლებების დარგში მდგომარეობა 2011 წელს საგრძნობლად გაუარესდა. სეჩუანის პროვინციაში, ჩენ ვეის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მან რამდენიმე სტატია მიუძღვნა ჩინეთის მთავრობის მოქმედებებს და გააკრიტიკა ისინი. 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს კიდევ ერთ ჩინელს, რომელიც მთავრობის კრიტიკით გამოირჩეოდა.

ორივე სასჯელის შესახებ ოფიციალურმა პეკინმა 24 დეკემბერს გამოაცხადა. ამერიკაში დაფუძნებული ჩინეთის დახმარების ორგანიზაციის წარმომადგენელი ბობ ფუ ამ ფაქტში მიზანმიმართულ მოტივს ხედავს.

„ჩინეთის ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, კარგად გათვალა და სასჯელის გამოცხადება სადღესასწაულო სეზონს დაამთხვია, როცა საერთაშორისო მედია და უცხოეთის თანამეგობრობა, პოტენციურად ნაკლებ ყურადღებას დაუთმობდა აღნიშნულ უსამართლობასა და სისასტიკეს.“

საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ეკონომიკის, ადამიანთა კეთილდღეობისა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს ასაშენებლად.

XS
SM
MD
LG