ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში მატარებლის ავარიას 24 ადამიანი ემსხვერპლა


თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, ჩრდილო-დასავლეთში მდებარე რეგიონ რეკირდაგში მატარებლის რელსებიდან გადასვლას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მატარებელში სულ 362 მგზავრი იყო და ის სტამბოლიდან ერდინის, საბერძნეთის საზღვართან მდებარე ქალაქისკენ მიემართებოდა. თურქეთის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ბოლო დროის წვიმებმა ლიანდაგებს მიწა გამოაცალა.

300-ზე მეტი მგზავრი დაშავებულია, 124 მათგანი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG