იტალიის ქალაქ მილანთან ახლოს მატარებლის ავარიის შედეგად, სულ ცოტა, 3 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი სერიოზულად დაშავდა.
მატარებელი კრემონადან მილანში მიდიოდა, როცა შუაში მდებარე მისი რამდენიმე ვაგონი რელსებიდან ამოვარდა.
ავარიის შემდეგ რეგიონში სარკინიგზო მიმოსვლა დროებით შეჩერდა.
2016 წელს მსგავსი ინციდენტის დროს, მატარებლის ავარიის შედეგად სამხრეთ იტალიაში 23 ადამიანი დაიღუპა.
Facebook Forum