სირიასა და იორდანიას შორის საზღვარი სამი წლის შემდეგ პირველად გაიხსნა. ნასების პუნქტი რეგიონში სახმელეთო ვაჭრობისთვის ერთ-ერტი უმნიშვნელოვანესი ადგილია, მათ შორის სირიის მეზობელი ლიბანისთვისაც.
2015 წელს ეს სასაზღვრო პუნქტი ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ მებრძოლმა ამბოხებულებმა დაიკავეს, თუმცა წელს, ივლისში, მასზე კონტროლი კვლავ სამთავრობო ძალებმა დიაბრუნეს.
კიდევ ერთი აქამდე დახურული გამშვები პუნქტი, რომელიც ორშაბათს გაიხსნა, სირიასა და ისრაელის მიერ კონტროლირებულ გოლანის მაღლობებს აკავშირებს ერთმანეთთან.
კუნეიტრას პუნქტი 4 წლის განმავლობაში იყო დაკეტილი. მას ძირითადად "გაერთიანებული ერების ორგანიზაციის" სამშვიდობო ძალები იყენებდნენ სირიისა და ისრაელის 1974 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად.
Facebook Forum