ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერის აზიაში ვიზიტი დასრულდა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აბუ დაბიში მიემგზავრება

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აზიაში ექვს დღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. კერი ინდონეზიაში, ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა. ის ახლა აბუ დაბიში მიემგზავრება, სადაც სირიის სამოქალაქო ომისა და ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას.

ორშაბათს კერი ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ასოციაციის გენერალურ მდივანს და ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრ მარტი ნატალეგავას შეხვდა.

ჯაკარტაში კერიმ კლიმატურ ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს საკითხი მთელი მსოფლიოს მასშტაბით პრიორიტეტული უნდა იყოს. ის ინდონეზიაში ჩინეთიდან ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ სი ძინპინთანაც გლობალურ დათბობაზე ისაუბრა.

XS
SM
MD
LG