ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება


მოლაპარაკებები კორეის ნახევარკუნძულის, ჩინეთის ზღვის და სირიის საკითხებზე მიმდინარეობს

ჯონ კერი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს, სამხრეთ კორეას და იაპონიას ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების აუცილებლობასთან დაკავშირებით „სრული თანხმობა“ აქვთ. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარების ერთადერთი გზა ექვს ქვეყანას შორის ადრე მიღწეული შეთანმების თანმიმდევრული დაცვაა.

ჯონ კერიმ აღნიშნული განცხადება დღეს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ის ბრუნეიში მიმდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამიტს ესწრება. ხვალ სახელმწიფო მდივანი თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება და მათთან ერთად სირიის კრიზისის თემას დაუბრუნდება. სავარაუდოდ მოლაპარაკება ედუარდ სნოუდენის შესახებაც გაიმართება. შეერთებული შტატები დაზვერვის ყოფილ კონტრაქტორს ჯაშუშობაში ადანაშაულებს და მის ექსტრადიციას ითხოვს.
XS
SM
MD
LG