ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერის ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებების იმედი აქვს


სახელმწიფო მდივანი ოთხი დღის განმავლობაში ისრაელისა და პალესტინელების ლიდერებთან შეხვედრებს მართავდა

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის განსხვავებები შემცირდა და სავარაუდოდ, მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებიც შესაძლოა დაიწყოს.

კერიმ ეს განცხადება თელ ავივის აეროპორტში გააკეთა. ის უკანასკნელი ოთხი დღის განმავლობაში ისრაელისა და პალესტინელების ლიდერებთან შეხვედრებს მართავდა მათ შორის არსებულ იგანსხვავებების მაქსიმალურად შესამცირებლად.

სახელმწიფო მდივანს არ დაუკონკრეტებია ის, თუ როდის შეიძლება ველოდეთ სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას. ისრაელსა და პალესტინელებს შორის უკანასკნელი სამშვიდობო მოლაპარაკება ოთხი წლის წინ შედგა. 2010 წლის სექტემბერში მათ დიალოგის გაგრძელება სცადეს, თუმცა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
XS
SM
MD
LG