ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერის ვიზიტი აზიაში გრძელდება


ჯონ კერი ცენტრალურ ფილიპინებში ტაიფუნით დაზარალებულ რეგიონს ეწვია

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ცენტრალურ ფილიპინებში ტაიფუნით დაზარალებულ რეგიონს ეწვია და 25 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პირობა დადო. ტაიფუნმა ჰაიანმა 6000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. კერი სიტყვით სოფელ ტაკლობანში გამოვიდა, რომელიც ტაიფუნმა ჰაიანმა ყველაზე მძიმედ დააზარალა.


მისი თქმით: „ჩვენ ვფიქრობთ და ვლოცულობთ იმ 1800 ადამიანზე, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ არიან დაკარგული. შეერთებული შტატები გააკეთებს ყველაფერს რისი გაკეთებაც შეიძლება იმისთვის, რომ ფილიპინებში ჩვენს მეგობრებს მდგომარეობიდან გამოსვლაში დავეხმაროთ.“

სტიქიის შედეგების შესამსუბუქებლად შეერთებულ შტატებს ფილიპინებისთვის დღემდე 86 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება აქვს მიცემული.
XS
SM
MD
LG