ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი ახლო აღმოსავლეთში ჩადის


კერი გააგრძელებს გასული ვიზიტისას დაწყებულ დიალოგს ორივე მხარესთან

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დღეს ახლო აღმოსავლეთში მიემგზავრება, ზუსტად ერთი კვირის თავზე მას შემდეგ, რაც მისმა ბოლო ვიზიტმა რეგიონში პალესტინური მხარის უკმაყოფილება გამოიწვია ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შესახებ.

კერის დაგეგმილი შეხვედრა იერუსალიმში, პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პრეზიდენტ პერესთან დიდთოვლობის გამო გადაიდო. ამერიკის სახელმწიფო მდივანი პალესტინელთა პრეზიდენტ მაჰმუდ აბას ქალაქ რამალაში შეხვდება.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, კერი გააგრძელებს გასული ვიზიტისას დაწყებულ დიალოგს ორივე მხარესთან. დეპარტამენტის განცხადებით, განსახილველ საკითხებს შორისაა დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი, მათ შორის უსაფრთხოების სიტუაციაც.
XS
SM
MD
LG