ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერი ერაყში სირიაზე საუბრობს


ერაყელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ირანიდან სირიაში მიმავალ ტრანსპორტს მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთი გადააქვს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მოულოდნელად ბაღდადში პრემიერ მინისტრ ნური ალ მალიკის ეწვია. კერიმ ერაყელ ლიდერს ირანიდან სირიაში ტვირთის გადატანის აკრძალვა სთხოვა. ამერიკა აცხადებს, რომ ირანი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს იარაღით ამარაგებს.

კერის განცხადებით, მალიკისთან მას "ძალიან ცოცხალი დისკუსია" ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მაშინ, როცა საერთაშორისო საზოგადოება ასადს გადადგომისკენ მოუწოდებს, ირანი მას იარაღით ამარაგებს.

ერაყელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ირანიდან სირიაში მიმავალ ტრანსპორტს მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთი გადააქვს.
XS
SM
MD
LG