ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერი ერაყის ლიდერების დარწმუნებას ცდილობს


ერაყი ხელს არ უშლის ირანულ რეისებს, რომლებიც მათი საჰაერო სივრცის გამოყენებით სირიის ხელისუფლებას იარაღს აწვდიან

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ერაყში იმყოფება. ის ბაღდადში ქვეყნის ლიდერებს შეხვდა და მოუწოდა მათ ხელი შეუშალონ ირანს სირიის ხელისუფლების იარაღით მომარაგებაში.

სახელმწიფო მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერაყის პრემიერ ნური ალ-მალიკთან მას „გულითადი“ საუბარი ჰქონდა და გარკვევით აუხსნა, რომ ირანის თვითმფრინავების მიერ ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენება სირიაში მშვიდობის დამყარებისთვის „პრობლემას წარმოადგენს“. კერის არაფერი უთქვამს ერაყის პრემიერის საპასუხო რეაქციის თაობაზე. კერძოდ, აპირებს თუ არა ის გასცეს განკარგულება ირანის თვითმფრინავების შეჩერების, ან მათი ინსპექტირების შესახებ.

ვაშინგტონის ინფორმაციით, თეირანი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას იარაღით დატვირთულ თვითმფრინავებს თითქმის ყოველდღიურად უგზავნის.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG