ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა


სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის შემდეგ კერიმ და ღარიბაშვილმა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მეოთხე პლენარული სხდომა გახსნეს

ორიოდ საათის წინ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამართა შეხვედრა სახელმწიფო მდივან - ჯონ კერისთან. შეხვედრის დასრულებისთანავე დაიწყო ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მეოთხე პლენარული სხდომა, რომელიც ბატონებმა კერიმ და ღარიბაშვილმა გახსნეს.

ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის კომისია პირველადი მექანიზმია ორმხრივი ურთიერთობების ორგანიზებისა და განმტკიცების საქმეში და მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიცაა დემოკრატია, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკის საკითხები.

დღევანდელ შეხვედრაზე შედგა ოთხივე ქვეკომისიის შეხვედრა, და მხარეებმზ მათი მუშაობის მიმართულებები და მიზნები განიხილეს.
ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი იყვნენ სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვის, ვაჭრობის, იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები, ასევე ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მაღალი რანგის პირები. ქართული დელეგაციის მხრიდან პლენარულ სხდომას დაესწრნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის, ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროების წამყვანი პირები.
XS
SM
MD
LG