ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული დიპლომატია უფრო თავისუფალი იქნება?


რამდენად განსხვავებული იქნება ჯონ კერის დიპლომატია ჰილარი კლინტონის სტილისგან?

ჯონ კერის წინამორბედმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ კერიმ სენატში საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეობით ეს პოსტი დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მდივნის რანგში, ჯონ კერიმ გამოამჟღავნა თავისი ვალდებულება იმ დიპლომატების წინაშე, ვინც საზღვარგარეთ შეერთებულ შტატებს წარმოადგენს.

„უნდა გითხრათ, რომ საქმე, რომელსაც ემსახურებით მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო სამსახურია და მე მაქვს პრივილეგია, რომ ეს პასუხისმგებლობა თქვენთანე ერთად გავიზიარო,“ - განაცხადა კერიმ.

რამდენად განსხვავებული იქნება ჯონ კერის დიპლომატია ჰილარი კლინტონის სტილისგან?

სტივ ჰეიდემანი ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის ანალიტიკოსია. ის ამბობს, რომ ჰილარი კლინტონი იძულებული იყო პრეზიდენტისთვის საკუთარი ლოიალობა დაემტკიცებინა, რადგანაც ის მანამდე ბარაკ ობამას მეტოქე იყო.

„ვფიქრობ, ის ძალიან ბევრს მუშაობდა, რათა ეჩვენებინა კონენსუსი, მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცოდით, რომ ბევრ საკითხში განსხვავებული ხედვა ქონდა. მისგან განსხვავებით, ჯონ კერის შეუძლია თავისი პოლიტიკის გაშლა და თეთრი სახლის მიერ დაწესებული ლიმიტის გაფართოვება,“ - ამბობს ჰეიდემანი.

მისი თქმით, განვლილი დიპლომატიური კარიერა ჯონ კერის უფრო მეტ თავისუფლებას აძლევს.

„მეჩვენება, რომ ის ამას გრძნობს, რაც სენატში მის ხანგრძლივ კარიერას უკავშირდება. კერი გარკვეულწილად, ჰილარი კლინტონისგან განსხვავებულ პოზიციას წარმოადგენს,“ - ამბობს ჰეიდემანი.

ჰილარი კლინტონმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობისას ყურადღების დიდი ნაწილი აზიაში ამერიკის სავაჭრო და კომერციული ურთიერთობების გაძლიერებას დაუთმო.

„ჰილარი კლინტონმა ჯონ კერის კარგი ნიადაგი მოუმზადა, რათა ამერიკის პოლიტიკა უახლოეს თვეებში უფრო შთამბეჭდავი გახდეს,“ - ამბობს ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი პეკ კუნ ჰენგი.

კერის პირველი უცხოეური ტურნე ამერიკის ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობის გამყარებას და ახლო აღმოსავლეთის პრობლემების განხილვას ისახავდა მიზნად. სტივ ჰეიდემანი ფიქრობს, რომ ჯონ კერის საერთაშორისო თანამშრომლობის გამყარების კარგი შანსი ეძლევა, რადგან მას გააჩნია იგივე ღირებულებები, რაც თეთრ სახლს, რაც ეფუძნება მოკავშირეებთან მუშაობას და დიპლომატიის განსაკუთრებულ როლს.

მარტის ბოლოს, ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტ ობამას ვიზიტი შედგება. სახელმწიფო მდოვანი ჯონ კერი პრეზინდეტთან ერთად იქნება.
XS
SM
MD
LG