ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტის ანალიზი


ლონდონში ჯონ კერის ვიზიტის მიზანი ამერიკის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლის გაცნობა იყო

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
დაუნინგ სთრითის ათი ნომერი - ძალიან ნაცნობი მისამართი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია ლონდონში. სწორედ ეს იყო ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის პირველი უცხოური ტურნეს პირველი გაჩერება.

ლონდონის ჩეტემ ჰაუსის წარმომადგენელი ქსენია დორმანდი ამბობს, რომ ვიზიტი ლონდონში იყო „რბილი გაცნობითი" ხასიათის, რომლის მიზანი ამერიკის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლის დაახლოება იყო . ეს ვიზიტი, პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებით, გლობალური საკითხების განხილვით იყო გამორჩეული.

„ამერიკა ირჩევს ახალ მიდგომებს. ეს არ ნიშნავს ნაკლები ძალაუფლების გამოყენებას, ეს არის ძალაუფლების სხვაგვარად გამოყენება.“

უცხოური ტურნეს დასაწყისში ჯონ კერი ევროპის ლიდერებს შეხვდა და ასევე რომში გამართა შეხვედრა სირიის საკითხზე, სადაც პირველად გააჟღერა სირიელი მეამბოხეებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების თაობაზე. თუმცა დახმარება ძირითადად მედიკამენტებით და საკვები პროდუქტებით შემოიფარგლება.

„ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ის აბსოლუტურად დარწმუნებულია და ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებიც მის მსგავსად ფიქრობენ, რომ ამერიკის ეს მხარდაჭერა მისცემს საშუალებას სირიის ოპოზიციას, რომ საკუთარ მიზნებს მიაღწიოს“.

თუმცა სირიის ოპოზიციის ლიდერები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ამგვარი დახმარების გამო. მათი აზრით, ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ის საშინელი ვითარება შეიცვალოს სირიაში რომელიც არსებობს. ეს ვერც კარვებში მყოფი იძულებთ გადაადგილებული პირების მდგომარეობას და ვერც იმ მილიონზე მეტი სირიელის პირობებს გამოასწორებს, რომლებიც სხვა ქვეყნის დევნილთა თავშესაფარს აფარებენ თავს.

ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის დროს ამერიკის პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება კიდევ უფრო აშკარად გამოიკვეთა, მიუხედავად იმისა, რომ ჯონ კერი ისეთ ტრადიციულ მეკავშირეს სტუმრობდა, როგორიც ეგვიპტეა.
ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ თავს განიხილავს, როგორც ჩემპიონს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში და გაჭირვებული ქვეყნებისთვის ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების დონორ ქვეყნად. თუმცა ახლო აღმოსავლეთში ბევრი ამერიკის პოლიტიკას სხვა ასპექტში განიხილავს, მათ შორისაა ქაიროს ამერიკის უნივერსიტეტის წარმომადგენელი საიდ სადეკი.

„მისი განცხადებით ,მანამდე ვიდრე ისინი არ შეეჯახებიან ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს ,მათ არ ანაღვლებთ, თუ რა ხდება ამ ქვეყნებში. ეს არის მორალური კითხვა ამერიკის პოლიტიკის მიმართ ამ ქვეყნებთან მიმართებაში. ერთადერთი რაზეც ისინი ზრუნავენ ეს არის იაფი ნავთობი.“

სადეკის ამ მოსაზრებას ამერიკელი ჩინოვნიკები არ გაიზიარებენ, თუმცა შეიძლება დაეთანხმონ იმაში, რომ ახლო აღმოსავლეთში და მსოფლიოს გარშემო ამერიკის სტრატეგიული ინტერესები შეუცვლელი დარჩება.
ქსენია დორმანდის აზრით, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის ახალი სახელმწიფო მდივნისგან ამ მხრივ ბევრ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.,
შესაძლოა იყოს რაღაცა ცვლილებები სტილში თუმცა , ძირითადი ტონის მიმცემი იქნება თეთრი სახლი ახლა უფრო, ვიდრე ეს სხვა პრეზიდენტების დროს იყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ არსი ძირითადად არ შეიცვლება .“

ჯონ კერისთვის მომავალი ოთხი წელი შესაძლოა ძნელი იყოს. რთულად დასასმელი კითხვები წინ არის, რამდენიმე მტრულად განწყობილი უცხოეთის მოსახლეობის მხრიდანაც. თავის მოღვაწეობის გზაზე ის სავარაუდოდ შეეცდება, მონახოს საშუალებები ამერიკის ინტერესების გასატარებლად და შესაძლოა, ამ მხრივ პოზიტიური შედეგებიც იყოს.
XS
SM
MD
LG