ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენიამ ირანელები გაასამართლა


მსჯავრდებულებს ბრალად ედებათ ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ფლობა და ისრაელისა და დასავლეთის დიპლომატების წინააღმდეგ თავდასხმების დაგეგმვა

კენიის სასამართლომ ორ ირანელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა მას შემდეგ, რაც მათ ტერორიზმის ბრალდება დაუმტკიცდათ. მათ ასევე ბრალად ედებათ ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ფლობა და ისრაელისა და დასავლეთის დიპლომატების წინააღმდეგ თავდასხმების დაგეგმვა.

კენიის პროკურატურამ აჰმად მოჰამედისა და საიდ მუსავის პირად ნივთებში 15 კილოგრამი ჰექსოგენი - უკიდურესად ფეთქებადი ნივთიერება - აღმოაჩინეს.
ორივე მამაკაცი ბრალდებას უარყოფს. მათი იურისტები აცხადებენ, რომ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
XS
SM
MD
LG