ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ქარიშხლის მსხვერპლს 6 შტატში ითვლის


ქ. მეიფილდი, კენტუკის შტატში, აშშ
ქ. მეიფილდი, კენტუკის შტატში, აშშ

რამდენიმე დამანგრეველი გრიგალის შემდეგ, ორშაბათს ამერიკელმა მაშველებმა სამუშაოები ექვს შტატში განაახლეს. ყველაზე მეტად კენტუკის შტატი დაზარალდა, სადაც 80-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვირას კენტუკი ფედერალური კატასტროფის ადგილად გამოაცხადა, რაც შტატს ვაშინგტონიდან დამატებითი ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფს. კენტუკის გუბერნატორმა ენდი ბეშარმა ფორმალური მოთხოვნა კვირას, ცოტა ხნით ადრე წარადგინა.

ბეშარის თქმით, დაღუპულთა რიცხვი სულ ცოტა 100 ადამიანი იქნება, თუმცა მან იმედი გამოთქვა, რომ დაკარგულთა ხსნა ჯერ კიდევ შესაძლებელია. კენტუკის შტატის ქ. მეიფილდში მთლიანად დანგრეულია სანთლის დამამზადებელი საწარმო, პოლიციის და სახანძრო სადგურები.

მეიფილდში სანთლის საწარმოს 110 თანამშრომლიდან 8 დაღუპულია და 8-ს ჯერ კიდევ ეძებენ. ქალაქში ქარიშხალმა მიწასთან გაასწორა სახლები, ან სახურავები ახადა მათ, გიგანტური ხეები ფესვებიანად ამოგლიჯა, დააზიანა საგზაო ნიშნები.

კომპანია "ამაზონის" 6 თანამშრომელია დაღუპული ილინოისის შტატშიც. ტენესის შტატში გრიგალის გამო 4 ადამიანი გარდაიცვალა. არკანზასიდან და მისურიდან იტყობინებიან, რომ მათთანაც მსხვერპლია. სულ ცოტა 2-2 ადამიანი დაიღუპა ამ ორ შტატშიც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG