ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალაშნიკოვის წერილი რუსეთის პატრიარქს


„ჩემი სულიერი ტკივილი გაუსაძლისია“ წერს ლეგენდარული იარაღის შემქმნელი სიკვდილამდე 6 თვით ადრე გაგზავნილ წერილში

გაზეთი „იზვესტია“ რუსული ავტომატის სახელგანთქმული დიზაინერის -მიხეილ კალაშნიკოვის- წერილს აქვეყნებს. გაზეთის ცნობით, ლეგენდარული AK-47-ის შემქმნელმა ის გარდაცვალებამდე 6 თვით ადრე რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს, პარტრიარქ კირილს გაუგზავნა.

წერილის მიხედვით, კალაშნიკოვი პირადად გრძნობდა პასუხისმგებლობას უამრავი ადამიანის გამო, რომლებიც მის მიერ შექმნილი იარაღით დაიღუპნენ. „ჩემი სულიერი ტკივილი გაუსაძლისია“ წერს კალაშნიკოვი და არ მასვენებს იმაზე ფიქრი, რომ ერთმანეთში არსებული მტრობის მიუხედავად, შესაძლოა სწორედ ჩემი ავტომატური იარაღი იყოს დამნაშავე ამოდენა მსხვერპლში.

მიხეილ კალაშნიკოვი წერილში ეკლესიისკენ მიმავალ საკუთარ გზასაც აღწერს. ის ტაძარში პირველად 91 წლის ასაკში მივიდა და მოგვიანებით მოინათლა კიდეც. რუსეთში მინიჭებული გმირის წოდების მიუხედავად, კალაშნიკოვს იარაღის შექმნით მატერიალური სარგებელი არასოდეს ჰქონია.
XS
SM
MD
LG