ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ქართველ გადამზიდველებს სავიზო რეჟიმს უმსუბუქებს


საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძემ განაცხადა, რომ რუსეთმა ქართველი გადამზიდველებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა. გამარტივებული პროცედურების დეტალები საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ვებ გვერდზე რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველ გადამზიდველებზე პრიორიტეტულ რეჟიმში გაიცემა მრავალჯერადი, ერთ წლიანი საქმიანი ვიზები. ეს გულისხმობს იმას, რომ გადამზიდველებს ვიზის მიღება წინასწარი ჩაწერის გარეშე შეეძლებათ.

რუსეთმა საქართველოსთან საავტომობილო მიმოსვლა 2006 წლის 2 ოქტომბერს შეწყვიტა. მიქელაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა რუსეთის ფედერაციასთან საავტომობილო მიმოსვლის აღდგენაზე მოლაპარაკებას 2012 წლის ბოლოდან აწარმოებდა.
XS
SM
MD
LG