ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა სოხუმთან და ცხინვალთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დადო


საქართველო გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმის დაწესებაზე გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

„შეთანხმება არაკანონიერია, რადგან ეს ოკუპირებული რეგიონებია და მათზე საერთაშორისო კანონები არ ვრცელდება,“ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, მსგავს გადაწყვეტილებას საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაეთანხმება. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი საქართველოსთან ურთიერთობის დარეგულირებას ეწინააღმდეგება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სავაჭრო ურთიერთობების რატიფიკაციას შაბათს მოაწერა ხელი. შეთანხმების თანახმად, რუსეთს და ამ რეგიონებს შორის იმპორტის საბაჟო მოსაკრებლები გაუქმდა. ხელშკერულების გაფორმებიდან 12 თვეში გაუქმდება საექპსორტო ვალდებულებები აფხაზეთში შემავალ შიდა გამოყენების 50,000 ტონა ბენზინსა და დიზელზე. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, დროის იმავე პერიოდში საექსპორტო ვალდებულებები გაუქმდება 35, 000 ტონა ბენზინსა და დიზელის საწვავს.

აღნიშნული ცვილელბით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთიდან რუსეთში ექსპორტირებისას დაიბეგრება მხოლოდ შაქარი, სპირტი და თამბაქოს პროდუქტი და საწვავის ის ოდენობა, რომელიც წინასწარ განსაზღვრულ კვოტებს გადააჭარბებს.
XS
SM
MD
LG