ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაოსი ქაბულის აეროპორტში და ამერიკის გამოსვლის კრიტიკა


ათასობით სამოქალაქო პირი, რომელიც ავღანეთიდან გაქცევას სასოწარკვეთით ცდილობს, ორშაბათს ქაბულის აეროპორტს მიაწყდა. თალიბანის მიერ დედაქალაქის აღებამ ამერიკულ სამხედრო ძალებს ევაკუაციების შეჩერება უკარნახა, შეერთებული შტატები კი ავღანეთიდანგამოსვლის საკითხზე, შინ მზარდი კრიტიკის სამიზნე გახდა.

აეროპორტში გაქცევის მოსურნე დიდი მასა შეგროვდა. მედია კომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ზოგიერთი, ასაფრენ ბილიკზე გასულ ამერიკულსამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს ებღაუჭებოდა.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ჰაერში ისროლეს, რათა მოეცილებინათ ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ შეეღწიათ სამხედრო თვითმფრინავში, რომლითაც ამერიკელი დიპლომატების და საელჩოს პერსონალის ევაკუაცია ხდებოდა.

როგორც იუწყებიან, ორშაბათს, აეროპორტში ხუთი ადამიანი დაიღუპა, თუმცა თვითმხილველმა თქვა, რომ ნათელი არ იყო მათ ესროლეს, თუ ჭყლეტვაში მოკვდნენ. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა სააგენტო “როიტერს” უთხრა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ამერიკელმა სამხედროებმა ორი შეიარაღებული პირი მოკლეს.

ბაიდენი, რომელმაც თქვა, რომ ავღანეთის ძალებს ისლამისტი თალიბანისთვის წინააღმდეგობა უნდა გაეწიათ, ავღანეთიდან გამოსვლის მართვის გამო, ოპონენტების და მოკავშირეების, მათ შორის დემოკრატი კანონმდებლების, მთავრობის ყოფილი ოფიციალური პირების და საკუთარი დიპლომატების მხრიდანაც კი კრიტიკის ქარცეცხლის წინაშე დგას.

ადმინისტრაციით იმედგაცრუების მთავარი მიზეზი მოუმზადებლობაა, რომელიც რისკის ქვეშ მყოფი ავღანელების ევაკუაციას ეხება, მიუხედავად იმისა, რომ ამის დასაგეგმად თვეები ჰქონდათ. კიდევ ერთი მიზეზი კი ქალთა უფლებების საკითხში მიღწეული გარკვეული წინსვლის დაცვისთვის თითქმის არაფრის გაკეთებაა.

ბევრი ავღანელი შიშობს, რომ თალიბანი ძველ მკაცრ ქმედებებს დაუბრუნდება. 1996-2001 წლებში, როდესაც ხელისუფლებაში თალიბანი იყო, ქალებს მუშაობა არ შეეძლოთ და ისეთ სასჯელს მიმართავდნენ, როგორიცაა საჯაროდ ჩაქოლვა, გაშოლტვა და ჩამოხრჩობა.

გასულ კვირაში, გაერომ და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ თალიბანის მებრძოლების მიერ, ტყვედ ჩაბარებული მთავრობის ჯარისკაცების სიკვდილით დასჯის შესახებ ცნობები მიიღეს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG