ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსამართლის ბრძანებით, ნიუ-იორკ თაიმსი პროექტ "ვერიტასთან" დაკავშირებულ მასალებს ჯერ ვერ გამოაქვეყნებს


ნიუ-იორკის სასამართლოს მოსამართლემ, ხუთშაბათს, დროებით, აუკრძალა ნიუ იორკ თაიმსს, კონსერვატიული აქტივისტური ჯგუფის პროექტ "ვერიტასის" შესახებ ზოგიერთი მასალის გამოქვეყნება. ეს იშვიათი ნაბიჯია, რომელიც გაზეთმა, ამერიკის პირველი შესწორების დარღვევად შეაფასა.

ვესტჩესტერის ოლქის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ჩარლზ ვუდის ბრძანება ვრცელდება პროექტ "ვერიტასის" ადვოკატის დასკვნებზე, რომლებიც თაიმსმა მოიპოვა.

მოსამართლემ შემდეგი მოსმენა მომავალ სამშაბათს დანიშნა. მომავალ კვირას სასამართლო განიხილავს, უნდა დაუწესდეს თუ არა უფრო ხანგრძლივი აკრძალვა გამოცემას და უნდა ამოიღოს თუ არა კლიენტისა და ადვოკატის პრივილეგიით დაცული ინფორმაცია თაიმსმა, 11 ნოემბერს გამოქვეყნებული სტატიიიდან.

”ეს გადაწყვეტილება არის არაკონსტიტუციური და ქმნის საშიშ პრეცედენტს”, - თქვა დინ ბაკეტმა, თაიმსის აღმასრულებელმა რედაქტორმა.

"როდესაც სასამართლო აჩუმებს ჟურნალისტიკას, ის არღვევს მისი მოქალაქეებს უფლებებს და ძირს უთხრის მათ უფლებას იცოდნენ სხვადასხვა მოვლენის შესახებ",- ამბობს გამოცემის რედაქტორი.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, საშიშ ტენდენციად მიიჩნია, "რეპორტიორთა თავისუფლების კომიტეტის" აღმასრულებელ დირექტორს, ბრიუს ბრაუნსაც. მან სასამართლოს გადაწყვეტილება "პრესის თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულ საფრთხედ" შეაფასა და თქვა, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გააუქმოს მოსამართლე ვუდის ბრძანება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG