ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი ვაშინგტონიდან და თეირანიდან პასუხს ელოდება, რის შემდეგაც ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მხარეებს შორის შეხვედრას დანიშნავს. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა წარმომადგენელმა გაავრცელა.
„ჩვენ ველოდებით ირანელების პასუხს“, თქვა პრეს-სპიკერმა პიტერ სტანონმა და დასძინა, რომ "შეხვედრას დავნიშნავთ, თუ ყველა მხარე თანხმდება და შეხვედრისთვის მზად არის".
ბორელი შეერთებული შტატების დედაქალაქში იმყოფება, სადაც ის ამერიკის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდება ირანის ბირთვულ საკითხებზე სასაუბროდ.
ბორელის ვიზიტის დანიშნულება მსოფლიოს 6 წამყვან ქვეყანასთან ერთად ბირთვული შეთანხმების აღდგენაა, რომელიც თავდაპირველად 2015 წელს დაიდო.პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეთანხმება 2018 წელს დატოვა.
Facebook Forum