ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები იორდანიაში


ოპოზიცია არჩევნებში არ მონაწილებს

იორდანიაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. ამომრჩევლები 150 კაციან პარლამენტის ქვედა პალატას ირჩევენ. რაც შეეხება ზედა პალატას, იგივე სენატს, მასში შემავალ 60 სენატორს მეფე ნიშნავს.

იორდანიის მეფემ განაცხადა, რომ ქვეყანაში უმაღლესი თანამდებობის პირების დანიშვნის პრაქტიკა შეიცვლება და პრემიერ-მინისტრს პარლამენტი აირჩევს. ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი აბდულა ენსორი გადადგომისთვის ემზადება. მან განაცხადა, რომ იორდანიის მთავრობა თავსი დანაპირებს ასრულებს:

„ეს არის სუფთა არჩევნები და მე დარწმუნებული ვარ, რომ იორდანელ ხალხს სჯერა ჩვენს მიერ დაწყებული ახალი პოლიტიკური რეფორმების,“ - განაცხადა იორდანიის პრემიერ-მინისტრმა.
XS
SM
MD
LG