ოთხშაბათს იორდანიაში, მეფე ჰუსეინის მხარეში მდებარე ლტოლვილთა ბანაკში ნავთის გამათბობელი აფეთქდა, რომლის დროსაც 7 სირიელი ლტოლვილი დაიღუპა.
სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენელთა განცხადებით, უბედური შემთხვევის დროს დანარჩენი ოთხი ლტოლვილიც დაშავდა.
იორდანიის სახლებში 200,000-ზე მეტი სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს, რომლებიც მეზობელი ქვეყნიდან ომს გამოექცნენ. ლტოლვილების უმეტესობა ოჯახებშია ჩასახლებული, თუმცა არიან ისეთებიც ,ვინც ლტოლვილთა ბანაკს შეაფარა თავი და სიცივის დროს ნავთის გამათბობლებით თბება.
იორდანიაში სირიელი ლტოლვილები დაიღუპნენ
იორდანიაში 200,000-ზე მეტი სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს