ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემონსტრაცია იორდანიაში


აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო რეფორმების მიმდინარეობის ნელ ტემპს აპროტესტებენ

დღეს, იორდანიის დედაქალაქის ქუჩებში, ათასობით ადამიანი შეიკრიბა ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმების მიმდინარეობის ნელი ტემპის გასაპროტესტებლად.

ამანში, დროშებითა და ტრანსპარანტებით შეიარაღებული დემონსტრანტები ანტი-სამთავრობო ლოზუნგებს ახმოვანებდნენ და დემოკრატიული პარლამენტის შექმნის მოთხოვნით გამოდიოდნენ.

მიტინგი იორდანიის წამყვანი ისლამისტური ოპოზიციური პარტიის - მუსლიმთა საძმოს მიერ იყო ორგანიზებული.

გუშინ, იორდანიის სამეფო კარმა გამოაცხადა, რომ მეფე აბდულამ პარლამენტი დაითხოვა. ეს ფაქტი კი, ნაადრევი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საშუალებას იძლევა საარჩევნო რეფორმების გატარების გარეშე.
XS
SM
MD
LG