ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს დემოკრატიული მომავლისადმი ერთგულება - ევროპარლამენტარები ნინო ლომჯარიას მხარს უჭერენ


საქართველოში მიმდინარე პროცესებთან და მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტარებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ისინი საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას და მის გუნდს მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს ყურადღებით აკვირდებიან.

გამოქვეყნებულ ერთობლივ დოკუმენტს ხელს ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს საკითხებში სვენ მიკსერი აწერენ.


„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მუშაობას, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ქართულ საზოგადოებაში. ქალბატონი ნინო ლომჯარია და მისი ოფისის თანამშრომლები იმსახურებენ შექებას მათი მუშაობისთვის, მათ დამოუკიდებლობაზე თავდასხმები ყოველთვის საყურადღებოა, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

ჩვენ გავეცანით ქალბატონ ნინო ლომჯარიას განცხადებებს მიხეილ სააკაშვილის ღირსების, უსაფრთოებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების პატივისცემის აუცილებლობის შესახებ, მისი ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობისა და მეთვრამეტე სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანის შესახებ.

ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ მოვლენებს და ველოდებით მისი (მიხეილ სააკაშვილის) უფლებების დაცვას.


მას შემდეგ, რაც 2017 წელს ნინო ლომჯარია გახდა სახალხო დამცველი, ის არ იშურებს ძალისხმევას ადამიანის უფლებების დაცვის, კარგი მმართველობის ხელშეწყობისა და კანონის უზენაესობის განტკიცებისთვის საქართველოში.

სწორედ ეს პრინციპებია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ბირთვი და ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი გასაკეთებელია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. ამ ფონზე, მით უფრო მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის ყოლა, რომელიც თავის მოვალეობას გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად ასრულებს.

ქალბატონმა ლომჯარიამ და მისმა კოლეგებმა თავიანთი მოვალეობების უდიდესი ერთგულებით წვლილი შეიტანეს საქართველოს ევროპულ გზაზე შენარარჩუნებაში, „- წერია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ ევრპარლამენტარი ანა ფოტიგა რამდენიმე დღის წინ საართველოში იმყოფებოდა, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ მას მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება არ მისცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG