ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პოლიტიკას საქართველოში მსოფლიო ყურადღებას არ აქცევს


ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში ჯონ ჰერბსტი

საქათველოს საზღვარზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ კრემლის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომამდე გაცილებით ადრე დაიწყო, როცა რუსული ბომბები აუხსნელი მიზეზების გამო საქართველოს ტერიტორიაზე ვარდებოდა. ჰერბსტი ამბობს, რომ ასებული მდგომარეობა ამ პოლიტიკის გაგრძელებაა:

კრემლის პროვოკაციული პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ ისე მიმდინარეობს, რომ მსოფლიო ამას დიდ ყურადღებას არ აქცევს. ამის მაგალითი აბსურდული მისტრალის შეთანხმებაა, რომელიც საფრანგეთის მიერ რუსეთის დაჯილდოვება იყო იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ღრმად არ შეიჭრა მას შემდეგ, რაც წითელმა არმიამ საქართველოს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი წაართვა
ჯონ ჰერბსტი

„მაისში შიდა დემარკაციის ადგილს ვეწვიე, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს ყოფს. მაშინ საერთაშორისო დამკვირვებლებმა მითხრეს, რომ რუსი მესაზღვრეები ხშირად გადადიოდნენ ტერიტორიაზე, რომელიც სამხერეთ ოსეთს არ ეკუთვნის. ჩემთვის ეს იმის ნიშანი იყო, რომ ისინი სინჯავდნენ თუ რამდენად შორს შეძლებდნენ საზღვრის გადაწევას. ცოტა ხნის წინ საზღვრის ხელახალი გადმოწევა პროვოკაციაა,“ აცხადებს ჰერბსტი.

ყოფილ დიპლომატს მიაჩნია, რომ დასავლეთს გარკვეული წვლილი მიუძღვის იმაში, რაც დღეს საქართველოში ხდება. მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთი დაესაჯა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელებისთვის, კრემლი პირიქით - დააჯილდოვეს:

„ჩემი აზრით, კრემლის პროვოკაციული პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ ისე მიმდინარეობს, რომ მსოფლიო ამას დიდ ყურადღებას არ აქცევს. ამის მაგალითი აბსურდული მისტრალის შეთანხმებაა, რომელიც საფრანგეთის მიერ რუსეთის დაჯილდოვება იყო იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ღრმად არ შეიჭრა მას შემდეგ, რაც წითელმა არმიამ საქართველოს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი წაართვა. ანუ, საერთაშორისო თანამეგობრობა ცუდად გამოეხმაურა რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ.“

საქართველოს მთავრობა ცდილობს ამ საკითხზე მსოფლიოს ყურადღება მიაპყროს, აცხადებს ყოფილი ელჩი. ერთი რჩევა, რომელზეც მან ყურადღება გაამახვილა, საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში არსებული დაპირისპირებაა. მან ასევე დასძინა, რომ საქართველომ ეკონომიკურ განვითარებას უფრო დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს:

„ერთადერთი რჩევა, რომელიც საქართველოს პოლიტიკური კლასისთვის მაქვს მათ ურთიერთობას ეხება. დაძაბულობა ორ მთავარ ჯგუფს შორის - ბატონი ივანიშვილისა და ბატონი სააკაშვილის ჯგუფებს შორის - ისეთი მწვავე არ უნდა იყოს, როგორიც დღეს არის. კიდევ ერთი რჩევა მაქვს: საქართველოში სავარაუდოდ ნავთობისა და ბუნებრივი რესურსების საბადოები არსებობს. ენერგეტიკის სამინისტრომ ხელი არ უნდა შეუშალოს ამ რესურსების აღმოჩენისა და ათვისების პროცესს.“

ჰერბსტი ამბობს, რომ უცხოური კომპანიებისთვის ძალიან რთულია საქართველოში ნებართვის აღება ჭაბურღილების ჩადგმაზე იმის დასადგენად აქვს თუ არა ქვეყანს წიაღისეული საწვავი. მისი თქმით, პოლიტიკური სტაბილურობის დამყარებასთან ერთად, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა გააძლიეროს.

კომენტარების ნახვა (3)

XS
SM
MD
LG