ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გედმინი: რამდენიმე წელში მსოფლიო შეიცვლება და საქართველო ამისთვის მზად უნდა იყოს


ჯეფრი გედმინი, "რადიო თავისუფლების" ყოფილი პრეზიდენტი

რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 11 წლის შემდეგ, ხშირად ისმის კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიწყო ომი. საუბრის ამ მიმართულებით წაყვანა, რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის უგულვებელყოფა და კრემლის მიერ, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის კონტექსტიდან ამოღებაა.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში „რადიო თავისუფლების“ ყოფილი პრეზიდენტი ჯეფრი გედმინი ამბობს, რომ მიუხედავად შესაძლო შეცდომებისა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ის, თუ რა იყო რუსეთის მიზანი, როცა საქართველოში ტანკები შეიყვანა.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად არასწორი, პრობლემური და არასრული იყო საქართველოში მიმდინარე პროცესები მაშინ. ეს იყო ქვეყანა, რომელიც დასავლეთისკენ, ნატოსკენ, ევროკავშირისკენ მიიწევდა. საქართველო ცდილობდა შეექმნა მოქნილი, დასავლური დემოკრატია. ვფიქრობ, რუსეთმა ეს პროცესი ეფექტურად შეაჩერა.

„რუსეთი თავს დაესხა და მოახდინა საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია. ეს კი იმის გამო მოხდა, რომ რუსეთი იმპერიის აღდგენას ცდილობს - საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით. ამ მხრივ, საქართველო მტკივნეული მაგალითია. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად არასწორი, პრობლემური და არასრული იყო საქართველოში მიმდინარე პროცესები მაშინ. ეს იყო ქვეყანა, რომელიც დასავლეთისკენ, ნატოსკენ, ევროკავშირისკენ მიიწევდა. საქართველო ცდილობდა შეექმნა მოქნილი, დასავლური დემოკრატია. ვფიქრობ, რუსეთმა ეს პროცესი ეფექტურად შეაჩერა.“

გედმინს მიაჩნია, რომ 2008 წლის შემდეგ, საქართველოს მიმართ მხარდაჭერის მაშინდელ დონეზე შენარჩუნება რთულია. „მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა მსოფლიოშიც, ამერიკაშიც. დღეს ამერიკაში გვყავს პრეზიდენტი, რომლისთვისაც საქართველო პრიორიტეტი, სავარაუდოდ, არ არის. ფაქტი კი ისაა, რომ რუსეთმა ტერიტორია მონიშნა და თქვა, რომ ‘ეს ჩემი სამეზობლოა და არის საკითხები რომლებზე საუბარსაც არ ვაპირებთ.’ ეს ფაქტია.“

მსოფლიოში და შეერთებულ შტატებში რამდენიმე წელში მდგომარეობა შეიცვლება და გედმინის აზრით, საქართველო ამისთვის მზად უნდა იყოს. ეს კი ღირებულებების დასაცავად უწყვეტ ბრძოლას ნიშნავს. „მე ნატოს ღია კარის პოლიტიკას მხარს ვუჭერ. მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს, რომელსაც უნდა, რომ დემოკრატიული ქვეყნების ოჯახის თანასწორი წევრი იყო. მაგრამ ამ ეტაპზე, ამისთვის კარგი დრო არ არის. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ, ვიბრძოლოთ და ვიბრძოლოთ მოთმინებით და შეუდრეკელად იმ დრომდე, სანამ გარემოებები არ შეიცვლება რამდენიმე წელში.“

გამარჯვება ყველას უნდა, მაგრამ სინამდვილეში ის იმარჯვებს, ვინც გასამარჯვებლად უკეთესადაა მომზადებული. ეს საქართველოსაც მიესადაგება - იბრძოლეთ, შეინარჩუნეთ მოტივაცია, სიმტკიცე, მოთმინება, მოიზიდეთ ინვესტიციები, გაამყარეთ ურთიერთობები მოკავშირეებთან. არავინ იცის როგორი იქნება მსოფლიო 3, 5, 10 წელში. მაგრამ როცა მსოფლიო შეიცვლება, საქართველო მზად უნდა იყოს.

გედმინი ბევრი სხვა მიმომხილველის აზრს იზიარებს და ამბობს, რომ „საქართველო რთულ გზას გადის,“ რომელიც მოტივაციის შენარჩუნებას შეიძლება ხელს უშლიდეს. თუმცა ის დასძენს, რომ „რატომ უნდა გავჩერდეთ და რატომ უნდა დავანებოთ თავი ჩვენს მიზნებს? ეს გრძელვადიანი ბრძოლაა და არასოდეს იცი ზუსტად როდის შეიძლება სიტუაცია შენს სასარგებლოდ მოტრიალდეს. ამიტომ, მზადება და მზაობა მუდამ უნდა გააგრძელო. ამერიკაში კალათბურთის ცნობილმა მწვრთნელმა ბობი ნაითმა ერთხელ თქვა, რომ არ ეთანხმება ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ სპორტში ის გუნდი იმარჯვებს, რომელსაც გამარჯვება უფრო მეტად უნდა. გამარჯვება ყველას უნდა, მაგრამ სინამდვილეში ის იმარჯვებს, ვინც გასამარჯვებლად უკეთესადაა მომზადებულიო. ეს საქართველოსაც მიესადაგება - იბრძოლეთ, შეინარჩუნეთ მოტივაცია, სიმტკიცე, მოთმინება, მოიზიდეთ ინვესტიციები, გაამყარეთ ურთიერთობები მოკავშირეებთან. არავინ იცის როგორი იქნება მსოფლიო 3, 5, 10 წელში. მაგრამ როცა მსოფლიო შეიცვლება, საქართველო მზად უნდა იყოს.“

ჯეფრი გედმინი „რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტი 2007-2011 წლებში იყო.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG