ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის იმპერატორმა ტახტი უფროს ვაჟს დაუთმო


იაპონიის იმპერატორმა აკიჰიტომ დღეს სამეფო ტახტზე ოფიციალურად თქვა უარი და ის უფროს ვაჟიშვილს დაუთმო.

ერისადმი ბოლო მიმართვისას, რომელიც ტოკიოს საიმპერატორო სასახლეში დღეს გაიმართა, აკიჰიტომ იაპონელ ხალხს მადლობა გადაუახადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც 30 წლის განმავლობაში იღებდა. მან თქვა, რომ იღბლიანია, რადგან თავისი მოვალეოების შესრულება შეძლო, ხალხის სრული ნდობითა და რწმენით.

დღეს, შუაღამიდან ტახტის მემკვიდრე, პრინცი ნარუჰიტო იაპონიის ახალი იმპერატორი გახდება.

თავდაპირველად ტახტის დათმობის შესახებ განცხადება აკიჰიტომ 2016 წელს გააკეთა და თქვა, რომ ამის მიზეზი მისი ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო, რაც არ აძლევდა საშუალებას სრულად შეესრულებინა საკუთარი მოვალეობები. უკანასკნელი იმპერატორი, რომელმაც ტახტზე უარი საკუთარი ნებით თქვა, იმპერატორი კოკაკუ იყო 1817 წელს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG