ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოკაიდოზე სულ სოტა 16 ადამიანი დაიღუპა


იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე აცხადებს, რომ კუნძულ ჰოკაიდოზე მომხდარი 6.7 სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაკარგულადაა მიჩნეული.

სამაშველო სამსახურების თანამშრომლები ბულდოზერებისა და ძაღლების გამოყენებით ცდილობდნენ ტალახსა და ნანგრევებში გადარჩენილი ადამიანების პოვნას.

კუნძულის სარკინიგზო სისტემა მიწისძვრის შემდეგ დაიხურა, თუმცა ეტაპობრივად გარკვეულ მონაკვეთებზე აახლებს მუშაობას. კუნძულის მოსახლეობის თითქმის ნახევარს - 3 მილიონამდე ადამიანს ელექტროენერგია ჯერაც არ მიეწოდება. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კუნძულზე სრულად ელექტროენერგიის აღდგენას შესაძლოა ერთი კვირა დასჭირდეს.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს განცხადებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტომოკომაის აღმოსავლეთით, 40 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისძვრის შემდეგ ძლიერი მეწყერები წარმოიქმნა. ასობით სახლი მიწასა და ტალახშია ჩაფლული, მათი ნაწილი კი ადიდებული მდინარეების ძლიერმა დინებამ წაიღო.

ტომარის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორები კატასტროფის დროს გამორთული იყო პროფილაქტიკური შემოწმებისთვის. ხელისუფლება აცხადებს, რომ სადგურის თანამშრომლები სათადარიგო მოწყობილობებზე გადაერთნენ გამოყენებული საწვავის გასაგრილებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG