ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სინგაპურში "ასეანის" ქვეყნების სამიტი გაიმართება


სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები რეგიონზე ჩინეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის შეზღუდვას ცდილობენ. აზიის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს ასოციაცია "ასეანის" (ASEAN) ყოველწლიურ სამიტზე სინგაპურში შეხვდებიან.

11-15 ნოემბერს დაგეგმილ სამიტში მონაწილეობას შეერთებული შტატების, ჩინეთის და რუსეთის დელეგაციებიც მიიღებენ. ჩინეთი შეეცდება სამიტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერისთვის გამოიყენოს, მიუხედავად მზარდი საერთაშორისო შეშფოთებისა, რომ რეგიონის ქვეყნები პეკინზე დამოკიდებულნი ხდებიან. ამასთან, ბევრის შეშფოთებას იწვევს პეკინის საზღვაო ექსპანსია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ლიდერების თქმით, სამიტზე ისინი უფრო მეტად დაინტერესებულნი იქნებიან იაპონიის მიერ შემოთავაზებული ინფრასტრუქტურული პროექტებით და დასავლეთის უსაფრთხოების გარანტიებით ჩინეთის ტერიტორიული ამბიციების საპასუხოდ. პეკინს "შეუძლია დაბლოკოს ჩინეთის მიმართ ე.წ. არამეგობრული დღის წესრიგი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას შეუძლია სათავისო საკითხები გაიტანოს“, - ამბობს იუნ სუნი, ვაშინგტონის სტიმსონის ცენტრის მკლევარი.

„ასეანის“ წევრ ქვეყნებს: ბრუნეი, მალაიზია, ფილიპინები და ვიეტნამი, სამხრეთ ჩინეთის ზღვის ნაწილის კონტროლი სურთ. მაშინ როცა, სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი პეკინი, ცდილობს რესურსებით მდიდარი წყლები არ დათმოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG