ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონია ვეშაპებზე ნადირობას მომავალი წლიდან განაახლებს


იაპონიის მთავრობა აცხადებს, რომ მომავალი წლიდან ვეშაპებზე კომერციული მიზნებით ნადირობას აღადგენს, რითაც ათწლეულების მანძილზე, ვეშაპებზე ნადირობის მოწინააღმდეგე ქვეყნებთან და გარემოსდამცველებთან წარმოებული ბრძოლა დამთავრდება.

მინისტრთა კაბინეტის წევრმა იოშიჰიდე სუგამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ იაპონია ვეშაპების დაცვის საერთაშორისო კომისიას 30 ივნისს დატოვებს და ივლისში ვეშაპებზე სავაჭრო მიზნით ნადირობას გააგრძელებს. საგას თქმით, იაპონია ამ საქმიანობისთვის მხოლოდ საკუთარ ტერიტორიულ წყლებში და ეკონომიკურ ზონაში დაკავდება და ვეშაპებზე სანადიროდ ანტარქტიკაზე ტურები აღარ განხორციელდება.

ტოკიომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვეშაპების დაცვის საერთაშორისო კომისიამ სექტემბრის შეხვედრაზე იაპონიას ვეშაპებზე ნადირობის განახლებაზე უარი უთხრა.

გარემოს დამცველი ორგანიზაციები, მათ შორის, “გრინპისი,” იაპონიის გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG