ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონია ფუკუშიმას დაბინძურებულ წყალს გადაამუშავებს და ოკეანეში ჩაუშვებს


იაპონიის ხელისუფლება აპირებს, რომ ფუკუშიმას ატომურ სადგურზე დაგროვებული, დაახლოებით, 1 მილიონი ტონა წყალი ოკეანეში ჩაუშვას. ჩინეთმა ამ გადაწყვეტილებას "უკიდურესად უპასუხისმგებლო" უწოდა, რის შემდეგაც იაპონიამ ჩინეთში წარგზავნილი ელჩი უკან, სეულში გაიწვია.

წყალი ოკეანეში ეტაპობრივად ჩაიღვრება. პირველად ეს ორი წლის შემდეგ მოხდება. იაპონიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს საკმარისი დროა იმისთვის, რომ წყალი დამუშავდეს, გამოეცალოს მავნე იზოტოპები, სამშენებლო ნარჩენები და შეესაბამებოდეს რეგულაციებს. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ამ წყლის ოკეანეში გადაღვრა.

იაპონიის მთავრობა ამტკიცებს, რომ 2011 წლის მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ, დანგრეულ ატომურ სადგურზე დაგროვილი წყლის გაშვება აუცილებელია. გარდა ამისა, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს მიღებული პრაქტიკაა სხვა ატომური სადგურების შემთხვევაშიც.

ფუკუშიმას ყოფილ ატომურ სადგურზე 1.3 მილიონი ტონა წყალია დაგროვილი. ეს საკმარისია იმისთვის, რომ დაახლოებით 500 ოლიმპიური საცურაო აუზი გაივსოს. უზარმაზარ ავზებში დაგროვილი წყლის შენახვა იაპონიის მთავრობას წელიწადში 100 მილიარდი იენი, ანუ 912.66 მილიონი ამერიკული დოლარი უჯდება.

"გადამუშავებული წყლის გამოშვება არის გარდაუვალი ამოცანა იმისთვის, რომ მოხდეს ფუკუშიმას ტერიტორიის რეკონსტრუქცია",-განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიდიე სუგამ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG