სამხრეთ კორეის და იაპონიის ოფიციალური პირები დღეს ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გამოსასწორებლად, სეულში შეხვდნენ.
შეხვედრას იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აკიტაკა საიკი და მისი სამხრეთ კორეელი კოლეგა ჩო ტაი-იონგი ესწრებოდნენ.
სეულსა და ტოკიოს შორის დაძაბულობა იმის გამო დაიწყო, რომ იაპონია იმპერიალისტური წარსულის აღიარებასთან დაკავშირებით კომპრომისზე არ მიდის. ურთიერთობის გაფუჭებაზე ტერიტორიულმა დავამაც იქონია გავლენა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი უარს აცხადებს იაპონიის პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე იმ დრომდე, ვიდრე იაპონია არ გადადგამს პირველ შემხვედრ ნაბიჯს.