ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტოკიოს წყალმომარაგების სისტემაში იოდინის მაღალი დონეა


ტოკიოს წყალმომარაგების სისტემაში იოდინის მაღალი დონეა

ტოკიოს მერმა შინატორო იშიჰარამ იაპონიის დედაქალაქის 13 მილიონიან მოსახლეობას სიმშვიდიკენ მოუწოდა, მაშინ როდესაც რადიოაქტიული იოდინის მაღალი დონე ქალაქის წყალმომარაგების სისტემაში აღმოაჩინეს.

ტოკიოდან 250 კილომეტრის დაშორებით მდებარე ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე დროებით შეჩერდა ყველანაირი სამუშაოები. დღეს მესამე რეაქტორიდან შავი გამონაბოლქვის გამოჩენის შემდეგ მომსახურე პერსონალის ევაკუაცია მოხდა.

იაპონიის ხელისუფლების განცხადებით წყალში აღმოჩენილი რადიაციის დონე საფრთხეს მხოლოდ ჩვილი ბავშვების ჯანმრთელობას უქმნის, დიდებისთვის კი არ არის საშიში.

ამ ინფორმაციამ გაზარდა მოთხოვნილება ბოთლში ჩამოსხმულ წყალზე, თუმცა ტოკიოს მერმა მოსახლეობას მოუწოდა გაითვალისწინონ 11 მარტის დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამისგან დაზარალებული ადამიანების გასაჭირი და ზომიერება დაიცვან წყლით სარგებლობის დროს.

XS
SM
MD
LG