ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის საპარლამენტო კომისიის დასკვნა


დასკვნაში ნათქვამია, რომ გასულ წელს ფუკუშიმას ატომური კატასტროფა “ხელოვნურად” იქნა პროვოცირებული

ხელისუფლების მიერ გაცხადებული ატომური ელექტროსადგურის ამოქმედების ფონზე, იაპონიის საპარლამენტო კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ გასულ წელს ფუკუშიმას ატომური კატასტროფა “ხელოვნურად” იქნა პროვოცირებული.

1986 წელს უკრაინის ქალაქ ჩერნობილში მომხდარი კატასტროფის შემდეგ ყველაზე მძიმე ატომური ავარიის ანალიზში, რომელიც ექვსთვიან გამოძიებას ეფუძნება, დადანაშაულებულია, როგორც მთავრობა, ისე სადგურის ოპერატორი - ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანია.

საგამოძიებო კომისიამ აღმოაჩინა, რომ უფლებამოსილმა პირებმა “განზრახ გააჭიანურეს გადაწყვეტილებების მიღება”, რაც ფუკუშიმას ატომურ სადგურს გასული წლის მარტში მომხდარი ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამისგან დაიცავდა.

ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ ანგარიშში ნათქვამია, რომ ავარია “არ შეიძლება ჩაითვალოს ბუნებრივ კატასტროფად” და რომ “ეფექტური რეაგირების გზით შესაძლებელი იყო ავარიის ზეგავლენის შერბილება.”
XS
SM
MD
LG