ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონია კატასტროფიდან ერთი წლის თავზე


მას შემდეგ, რაც გასული წლის 11 მარტს, სტიქიური უბედურების დროს მომხდარმა ცუნამიმ, იაპონიაში, სანაპიროს მახლობლად მდებარე ტერიტორიები მთლიანად გაანადგურა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შიშობს, რომ ზოგიერთი ქალაქი სამუდამოდ გაქრა. მიუხედავად ამისა, იაპონია, ახლა, ისეთი დასახლებების აღდგენას ცდილობს, რომელიც ენერგიის რაციონალურ გამოყენებას შეძლებს.

განადგურებული ქალაქების ნუსხაში შემავალი სამი ქალაქი - ოფუნატო, რიკუზენტაკატა და სუმიდა კესენი, მოსფლიოს, პირველი, მზის ენერგიის მეგა პროექტის მონაწილეები გახდებიან. დანარჩენი ქალაქების სამომავლო გეგმა კი ასეთია:

კამაიში ადგილობრივი მომხმარების თვალსაზრისით საკუთარი ენერგიის წარმოებას იგეგმება, რომლითაც ახალი ინდუსტრიის შექმნას შეეწყობა ხელი. ჰიგაში მაცუშიმა თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიის გამოყენებით ისეთი საცხოვებელი ადგილების მშენებლობას აპირებს, რომლებიც ბუნებრივ კატასტროფებს წინააღმდეგობას გაუწევეს. ივანუმა ბუნებრივი გარემოს ხელახალი განაშენიანების მიზნით, სტიქიის დროს დაზარალებული შენობა-ნაგებობების ნარჩენებს გამოიყენებს, ხოლო ქალაქი შინიჩი კი საინფორმაციო ინფრასტრუქტურის ცენტრად გადაიქცევა, რომლის პარალელურად მინამისომაში დენის წარმოება ქარის ენერგიის გამოყენებით მოხდება.

წიაღისეული საწვავის გამოყენებას იაპონიის ეკონომიკაში კვლავ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, განსაკუთრებით ახლა, როცა სხვადასხვა მიზეზის გამო, ქვეყნის თიქთმის ყველა ატომური სადგური უმოქმედოდაა. ამიტომ, იაპონიის ხელისუფლება ალტერნატიული ენერგიის შესაქმნელად ახალ იდეებს ეძებს

სულ ახლახანს, ფუკუშიმაში გამართულ სემინარზე, მეცნიერებმა ქალაქის დაგეგმარების საერთაშორისო ექსპერტებსა და დიპლომატებს შესაბამისი რჩევები გაუზიარეს.

არქტიტექტორისა და ინჟინრის შუზო მურაკამის მოსაზრებით “მომავლის ქალაქის” მცხოვრებლებს, ელექტროენერგიის არა მარტო მოხმარების კონტროლი შეეძლებათ, არამედ მისი შენახვის საშუალებაც ექნებათ. ამასთანავე იგი აღნიშნავს რომ ახალ ქალაქებს დამოუკიდებლად მდგრადი განვითარების საშუალება უნდა ჰქონდეთ, იმისათვის რომ ქალაქმა მოსახლეობის შენარჩუნება შეძლოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, იაპონია უცხოურ კომპანიებს პროექტში თანამონაწილეობისაკენ მოუწოდებს, რასაც ისინი ერთობ ენთუზიაზმის გარეშე უყურებენ. მათ არასათანდო გამოცდილების უქონლობა და დაგეგმილი სამუშაოების ხარისხიანად წარმოება აშფოთებთ.

საერთაშორისო ენერგიის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე რიჩარდ ჯოუნსი მიიჩნევს რომ იაპონელი კანონმდებლები ვალდებულნი არიან ხალხის მოთხოვნები გაითვალისწინონ, ვიდრე ადგილობრივი კომპანიების სურვილები:

“ასეთ სიტუაციაში ბევრი რამ ყოველთვის საეჭვოა, რადგან კომპანიები ძირითადად საზოგადოებრივ თანხებს იყენებენ. სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ყველას რომ უფრო ხანგრძლივ გეგმაზე იფიქრონ და ასევე ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები გაითვალისწინონ.”

უმთავრესი მოთხოვნა რომელიც დაუყონებლივ უნდა დაკმაყოფილდეს , ეს რეკონსტუქციის სწრაფი დაწყებაა:

“ვფიქრობ, კომპანიის ხელმძღვანელები ამას ნაკლებად ცდილობენ, მაშინ როცა მსგავსი პროექტების წარმატებულად განხორციელების უამრავი მაგალითი არსებობს,”- აღნიშნავს ბატონი ჯოუნსი.

რიჩარდ ჯოუნსი, რომელსაც ოთხ ქვეყანაშჲ ასევე შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის თანამდებობა ეკავა, ამბობს რომ დანიის, ინგლისის, გერმანიისა და შვედეთის ქალაქების განაშენიანებისა და დაგეგმარების მოდელი, იაპონელთათვის საუკეთესო მაგალითია, რაც თავის მხრივ მომავალი მაცხოვრებლებისა და სხვა დაინტერესებული ჯგუფების თანამოაწილეობასაც გულისხმობს. ყოველივე ეს კი ენერგიის ეფექტურად გამოყენებასა და ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას შესაძლებელს გახდის.

XS
SM
MD
LG