ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფუკუშიმაზე რადიაციამ კვლავ გაჟონა


ფუკუშიმაზე რადიაციამ კვლავ გაჟონა
ფუკუშიმაზე რადიაციამ კვლავ გაჟონა

ფუკუშიმას ელექტროსადგურმა სერიოზული დაზიანება პირველად გასული წლის მარტში, მიწისძვრით გამოწვეული ცუნამის შედეგად მიიღო.

იაპონიაში ფუკუშიმას ბირთვულ ელექტროსადგურზე კვლავ გაჟონვა მოხდა და რვა ტონა პოტენციურად რადიოაქტიური წყალი გადმოიღვარა.

თუმცა, როგორც კომპანიის მესვეურები აცხადებენ, დაბინძურებულ წყალს ელექტროსადგურის კომპლექსის გარეთ არ გაუღწევია..

ტოკიოს ელექტროკომპანიის განცხადებით, დაზიანება მეოთხე რეაქტორის მილსადენზე სამშაბათს ტემპერატურის ვარდნამ გამოიწვია. კომპანიის თანამშრომლებმა ავარიული მდგომარეობა მაშინვე აღმოაჩინეს და სათანადო ზომები მიიღეს.

შეგახსნებთ, რომ ფუკუშიმას ელექტროსადგურმა სერიოზული დაზიანება პირველად გასული წლის მარტში, მიწისძვრით გამოწვეული ცუნამის შედეგად მიიღო. ეს ავარია კაცობრიობის ისტორიაში სიმძლავრით მეორე იყო, 1986 წელს ჩერნობილის ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ.

XS
SM
MD
LG