ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება


ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე სტუმრების რაოდენობა შეზღუდული იქნება. დამსწრეთა ძირითადი ნაწილი ოლიმპიადის ოფიციალური პირები და მიწვეული სტუმრები იქნებიან. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური გამოცემა ავრცელებს.

ოლიმპიადის ორგანიზატორები ჯერ კიდევ გასულ თვეში აცხადებდნენ, რომ ღინისძიებებზე დასასწრებად ადგილების მხოლოდ 50% შეივსებოდა. ეს იმ ფონზე, როცა ჯანდაცვის ექსპერტები, ოლიმპურ თამაშებზე მაყურებლის დასწრების აკრძალვის რეკომენდაციას გასცემდნენ.

გამოცემა „The Asahi Shimbun” წერს, რომ სპორტულ ღონისძიებებზე დასაშვები მაყურებლების რაოდენობა იაპოპნიის მთავრობასა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტს შორის მოლაპარაკების საგანია.

აპრილში, ტოკიოსა და იაპონიის კიდევ რამდენიმე პრეფექტურაში, ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საზოგადოების წარმომადგენლები, მედიცინის ექსპერტები ხელისუფლებას მოუწოდებდნენ გაეუქმებინა დაგდგემილი ოლიუმპიური თამაშები.

პრეფექტირებში დაწესებული საგანგებო მდგომარეობა შემსუბუქდა, თუმცა ბევრი შეზღუდვა ჯერ ისევ ძალაში რჩება. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე კვირის ხუთშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე მთავრობა ნახევრად საგანგებო მდგომაროებას გაახანგრძლივებს.

ტოკიოს ოლილიმპიური თამაშები გასულ წელს უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო. ოლიმპიური თამაშებზე უცხოელ მაყურებელს დასწრება უკვე აეკრძალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG