ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლორენ გბაგბო ალყაშია


ლორენ გბაგბო ალყაშია

სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკაში ლორენ გბაგბოს რეზიდენციას სერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული პრეზიდენტის ალასან ოუტარას ერთგულმა სამხედროებმა შემოარტყეს ალყა.

აბიჯანის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გბაგბო თავისი ოჯახის წევრებთან ერთად არის გამაგრებული. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ჟერარ ლონგეს განცხადებით, გბაგბოს რეზიდენციას 200-მდე მებრძოლი იცავს და მის დაქვემდებარებაში ჯერ კიდევ იმყოფება 1000 მეომარი.

ოთხშაბათს ოუტარას მეომრებმა რეზიდენციის აღება სცადეს, მაგრამ ძლიერი წინააღმდეგობის გამო იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ პოზიციები.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ალან ჟუპეს განცხადებით ისრაელმა საფრანგეთს დახმარება თხოვა თავისი მოქალაქეების ევაკუაციაში. ფრანგებმა იაპონიის ელჩი გადაარჩინეს სიკვდილს, როდესაც ამ ქვეყნის საელჩო მოწინააღმდგე მხარეების ბრძოლის არენად გადაიქცა.

XS
SM
MD
LG