ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ძალები აბიჯანს უტევენ


გაეროს ძალები აბიჯანს უტევენ

სპილოს ძვლის რესპუბლიკაში ბრძოლა ახალ ფაზაში შევიდა - გაეროს შეიარაღებულმა ძალებმა აბიჯანში პრეზიდენტ ლორან გბაგბოს ერთგული შეიარაღებული ძალების დაბანაკების ადგილებს, პრეზიდენტის სასახლეს და გბაგბოს რეზიდენციას გაუხსნეს ცეცხლი.

ზემოთხსენებული ყველა ეს ობიექტი აბიჯანშია განლაგებული. როგორც საფრანგეთმა განაცხადა საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს მონაწილეობა ამ შეტევაში გაეროს თხოვნის საფუძველზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განკარგულება მისცა საფრანგეთის სამხედრო მოსამსახურეებს დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და გაანადგურონ გბაგბოს მძიმე არტილერია. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა, რომ ეს სამხედრო ოპერაცია აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული გბაგბოს ძალების მიერ ნაღმსატყორცნებისა და მძიმე შეიარაღების მშვიდობიანი მოსახლეობისა და გაეროს მშვიდობისმყოფელთა წინააღმდეგ გამოყენება. გაეროს მშვიდობისმყოფელთა მეთაურმა იმედი გამოხატა, რომ ეს ოპერაცია დღეისათვის დასრულდება.

XS
SM
MD
LG