ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სპილოს ძვლის ნაპირზე დაპირისპირება კვლავ გრძელდება


სპილოს ძვლის ნაპირზე დაპირისპირება კვლავ გრძელდება

სპილოს ძვლის ნაპირის დედაქალაქში ამბოხებულები პრეზიდენტი ლორენ გბაგბოს წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი იერიშისთვის ემზადებიან.

საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ალასან ქუატარა დედაქალაქში ხუთშაბათს ჩავიდა.მიუხედავად იმისა,რომ პარასკევს ქუატარას მხარდამჭერებმა ტელევიზიის ხელში ჩაგდება შეძლეს ,შაბათს გბაგბოს სამხედრო ძალებმა პრეზიდენტის რეზიდენციისა და ტელევიზიის მახლობელ ტერიტორიებზე კონტროლი კვლავ დაიბრუნეს .

ესოშიეთიდ პრესის განცხადებით, დღეს ასობით მხარდამჭერი გბაგბოს რეზიდენციის წინ შეიკრიბა ,რათა საკუთარი პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადოს და მისი უსაფრთხოება დაიცვას.

XS
SM
MD
LG