ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიაში კოვიდ-19-ის ვაქცინის მიღება სავალდებულო არ იქნება


იტალიაში კოვიდ-19-ზე აცრა ნებაყოფლობითი იქნება. ამის შესახებ, ოთხშაბათს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა. მან ასევე თქვა, რომ ის დარწმუნებულია, იტალიელებს შორის ძალიან ბევრი მოხალისე იქნება ვაქცინის მისაღებად.

"ჩვენ არ განვიხილავთ [რომ ეს სავალდებულო იყოს]", უთხრა კონტემ ჟურნალისტებს.

ვაქცინის გარდა, პრემიერმა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ იტალია ეცდება, რაც შეიძლება მალე მიიღოს ევროკავშირისგან 209-მილიარდიანი დახმარება. ასეთი ტიპის დახმარებას ევროკავშირისგან ის ქვეყნები მიიღებენ, ვინც კორონავირუსის გამო, ეკონომიკურად, ყველაზე მეტად დაზარალდა.

მმართველ კოალიციის ხედვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს ეს თანხა, არ ეთანხმებიან ყოფილი პრემიერი მატეო რენცი და მისი მომხრეები. ყოფილი პრემიერი ხშირად იმუქრება მთავრობის დამხობით.

კონტე ამბობს, რომ მთავრობა კიდევ ერთხელ განიხილავს იმას, თუ როგორ უნდა გაიხარჯოს ევროკავშირისგან დაპირებული დახმარება და საბოლოო ვარიანტს თებერვალში წარადგენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG